- Advertisement -

ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვართან რუსმა ოკუპანტებმა მავთუხლართების გაბმა დაასრულეს

456

 

ამის შესახებ  "აიპრესთან" ხურჩის რწმუნებული ბადრი ხუნჯგურუა აცხადებს. მისი თქმით, მავთულხლართებს მიღმა მოექცა ადგილოვრივების სიმინდის ყანების ტერიტორია.

"როგორც ჩემთვის არის ცნობილი ამ მონაკვეთზე ე. წ. ბორდერიზაციის პროცესი დასრულებულია, გაბმულია მავთულხლართები ორ მწკრივზე. ოკუპაციის ზოლში კი ამჯერად კონტროლირებადი ტერიტორიის 2 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი მოექც" -აცხადებს ხურჩის რწმუნებული. 

ცნობისთვის, ხურჩაოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 3 მარტს ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გადასასვლელი დაიკეტა, რუსმა სამხედროებმა მაისის თვეში იქ სადაც ახლა მავთუხლართები გააბეს ხის ბოძები დადგეს.

Comments
Loading...