- Advertisement -

ხუციშვილი ბათუმის აქციაზე: ისტორიაში პირველად მოვლენათა პარალელურად ვაფასებდით რისკებს

575

საქართველოს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე აცხადებს რომ ბათუმის მოველენბთან დაკავშირებით მას აქვს დამატებითი ფაქტები და მედიას სთხოვს ყურადღება მიაქციოს მის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას.

"ეს აქცია იყო დაუგეგმავი აქცია, მოულოდნელი, ანუ რაც გულისხმობს იმას, რომ წინსწრებით პოლიციას არ ქონდა ოფიციალური ინფორმაცია გასნხვავებით სხვა აქციებისგან რომელიც საქართველოში გამართულა, იგივე ნოემბრის აქციები 2007 წლის თუ 26 მაისის აქცია. პოლიციას არ ჰქონდა ოფიციალური ინფორმაცია, რომ მომზადებულიყო და ყველა წინა შემთხვევაში, რაც აქციები ყოფილა საქართველოში პოლიცია იყო წინასწარ მომზადებული, ანუ აქ უნდა განვასხვაოთ ეს ორი შემთხვევა, იმიტომ რომ ერთია, როცა წინასწარ მობილიზებულია რესურსები, გეგმა შედგენილია, რისკებია შეფასებული და მეორეა, როცა ეს ხდება მოვლენათა განვითარების პარალელურად. როცა მოვლენათა განვითარების პარალელურად ხდება ინფორმაციის შეკრება, რისკების შეფასება, პროცესის მართვა და პრობლემის გადაწყვეტა. ეს იყო პირველი საქართველოს პოლიციის ისტორიაში პირველი ასეთი შემთხვევა.

მეორე საკითხი, რაც ასევე მნიშვნელოვანია, იმ მონეტში როცა აქცია მიმდიანრეობდა, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პირები ცდილობდნენ რომ ესაუბრათ იქ მყოფი ადამიანების სახელით, ვინც ატარებდნენ ამ აქციას და ძალდობაში იყვნენ გადასული, ჩვენ არ გვყავდა, სამართლებრივ ნაწილს გეუბნებით, დაინდენტიფიცირებული პირები. ერთი არის რა არის ოპერატიული ინფორმაცია და როგორ ვაფასებთ რისკებს, ვის რა როლი აქვს, მაგრამ სამართლებრივად ჩვენ არ გვყავდა დაინდეტიფიცირებული პირები, ვისთანაც შესაძლებელი იყო მომლაპარაკებლის ჩართვა და ზუსტად განსაზღვრა იმისა, როდის გავიდა აქცია, ერთია რომ ძალადობაში გადავიდა, მაგრამ როდის იყო რესურსი ამოწურული, რომ თუნდაც მოძალადე აქციის წევრების დაშლა მომხადარიყო ნაკლები ძალის გამოყენებით, ასე რომ ამანაც გაართულა გარკვეულად ზღარის გავლება, პოლიციის მოქმედება როდის უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ნებისმიერ ქვეყანაში თუ ნახავთ ევროპულ სტანდარტებს მოლაპარაკება ყოველთვის წინ უძღვის ძალის გამოყენებას და ჩვენც მაქსიმალურად ვცადეთ რომ მოგვეძენბა ის ხალხი ვინც იმ წწუტში აიღებდა პასუხისმგებლობას და არაძალადობრივი მეთოდებით გადაწყდებოდა ეს საკითხი",-განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, რადგან აქცია დაუგეგმავი იყო, პოლიციის იმ დანაყოფებს რომელიც ადგილზე იმყოფებოდნენ დასჭირდათ გარკვეული დახმარება და რესურსი იმისთვის, რომ მყისიერ მოქმედებაზე გადასულიყვნენ.

"თუმცა ეს რესურსი რომც ყოფილიყო ამას წინ უნდა წაძღოლოდა მოალაპარაკების პროცესი, ამიტომ მოხდა გეგმიური გადასროლა, როგორც ამ შემთხვევაში ხდება ხოლმე დამატებით ძალების მობილიზება და პარალალურ რეჟიმში განვითარდა მოვლენები, როცა დაცულ ობიექტზე ან პოლიციის შენობაზე დაიწყო თავდასხმები.

ამ შემთხვევაში პოლიციის კანონის 33 მუხლი გვეუბება, რომ ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი და არალეტალური იარაღი გამოიყენება პირზე, პოლიციელზე ან დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად. მართლწესრიგის ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად. იმისთვის რომ პოლიცია არ გადასულიყო პირდაპირ კონტაქტზე და მიმდინარეობდა აგრესიული თავდასხმა პოლიციაზე, დიტანციურად იგივე ფეთქებად საშიშ სითხით სავსე ბოთლების და ქვების, პოლიციამ უპასუხა პროპორციულად, რომ მოეგერიებინა ეს თავდასხმა და არ გადასულიყო უშუალო კონტაქტზე, რაც გამოიწვევდა უფრო მეტ ესკალაციას.

აქ საუბარია იმაზე, რატომ არ იყო გამოყენებული წყლის სატყორცნი მანქანა, ეს არის მე რაც მაქვს ინფორმაცია იმ წუთში შეფასებით იმდენად აგრესიული იყო მოქმედება, რომ პოლიციამ კანონის ფარგლებში გამოიყენა ეს დისკრეციული უფლება და ის საშუალება, იმიტომ რომ წყლის შემთხვევაში შესაძლებელი იყო დამატებითი კონტაქტი ყოფილიყო სპეცრაზმსა და მოქალაქეებს შორის, რისი თავიდან აცილებაც გვინდოდა ჩვენ იმ წუთში",- განაცხადა ხუციშვილმა. 

Comments
Loading...