- Advertisement -

ხუციშვილი: კულტურის მინისტრს 2011 წელს 10 000 ჰქონდა თვეში, დღეს ეს ხელფასი აღარ აქვს

467

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაზა ხუციშვილი პრემია-დანამატების საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ ამ კუთხით რეფორმა განახორციელა, მისივე თქმით, ამ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში განისაზღვრა ასევე თანამდებობის პირების ავტომობილებისთვის ზღვრული ფასი. 

"კიდევ ერთხელ დაისვა ხელფასების და დანამატების საკითხი და აუცილებლად მინდა პასუხი გავცე, ქართული ოცნების ხელისუფლებაშ მოსვლის დროს ამ რეფორმის ერთი ეტაპი უკვე განხორციელდა და შემიძლია ციფრები გითხრათ, მაგალითად კულტურის მინისტრს 2011 წელს თვეში გამოსდიოდა 10 000 ლარზე მეტი თქვენს დროს და დღეს მსგავსი ხელფასი ნამდვილად აღარ აქვს. ავტომობილების ზღვრული ფასები ყველა თანამდებობისთვის სწორედ ამ ხელისუფლების დრო დადგინდა და კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ აუცილებლად მოგავწდით ადგილობრიი გამგებლების და მისი თანამშროლების ხელფასებს და პრემიებს.

Comments
Loading...