- Advertisement -

ხუციშვილი: ძალიან გვინდა განვითარების უფრო მაღალი ტემპი იყოს,მაგრამ შეხედეთ სამეზობლოს ეკონომიკას

498

"პირველი ვადა იყო პრაქტიკულად სისტემის შეცვლის და ჩვენ არ დაგვცალდა საუბარი საარჩევო ბლოკებზე, როგორ იყო შექმნილი და რა ცუდი მხარე აქვს ამას გამოჩნდა კიდეც როგორ და რა მიმართულებით მიდის გადანაწილებული თანხები და საბოლოო ჯამში ირკვევა, რომ ამ ბლოკებს ერთმანეთთან საერთო პოლიტიკური ხედვაც კი ხშირ შემთხვევაში არ გააჩნია",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაზა ხუციშვილმა გადაცემა "ხალხის პოლიტიკაში" განაცხადა. 

ზაზა ხუციშვილის განცხადებით ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი სოციალურ პროგრამებზე იხარჯება. 

"ჩვენთვის განვითარება არის პრიოტიტეტული, ძალიან გვინდა რომ ამაზე მაღალი ტემპი იყოს, მაგრამ საქართველო ვერ იქნება ამოგლეჯილი კონტექსტიდან, შეხედეთ ეკონომიკურ მდგომარეობას ჩვენს სამეზობლოში და მიხვდებით, რომ ძალიან მაღალი ნაბიჯებით შენება ყოველთვის უფრო რთულია",-განაცხადა ზაზა ხუციშვილმა. 

Comments
Loading...