- Advertisement -

ხუხაშვილი: პრეზიდენტის არჩევის წესზე რა ჩანაწერიც გაკეთდა, სააკაშვილის ოცნება იყო

611

"რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევითობის საკითხს, ეს რა ჩანაწერებიც გაკეთდა ირიბ არჩევნებთან დაკავშირებით, არის მიშა სააკაშვილის ოცნება",- ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე საუბრისას tv პირველთან განაცხადა. 

"მიშა სააკაშვილმა ორი ვადა რომ მოითავა, იცოდა რა რომ პრეზიდენტი ვერ გახდებოდა, ამისათვის გადაიტანა ძალაუფლების ძირითადი ნაწილი პრემიერმინისტრის კომპეტენციაში და პრეზიდენტი მაქსიმალურად დაასუსტა იმ პერსპექტივით, რომ თვითონ გახდებოდა პრემიერი და თვითონვე რაღაცნაირად მოახერხებდა მართვადი პრეზიდენტის არჩევას, ეს იყო მისი ჩანაფიქრი და მასაც კი არ უოცნებია ისეთი მოდელი შეექმნა, რითად პრეზიდენტს საერთოდ გაანულებდა",-განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, პრეზიდენტი ირიბი არჩევნებით აირჩევა. მას 300 ხმოსანი დებატების გარეშე აირჩევს. 

Comments
Loading...