- Advertisement -

ჯაბა ჯიშკარიანი: საკრებულოს შენობა ბალმასკარადების მოწყობის ადგილი არ არის

348

"მე მგონი ჭკუა გიჭრით და გაქვთ იმდენი განათლება, ხვდებოდეთ, რატომ არის პოლიცია გამოძახებული", – ასე მიმართა საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა მედიას.

მისი თქმით, საკრებულოს შენობა წინასაარჩვნო კამპანიისა და შოუს მოწყობის ადგილი არ არის.

"საკრებულოს შენობა ბალმასკარადების და შოუების მოწყობის ადგილი არ არის, არც წინასაარჩევნო კამპანიის გაკეთების, არც შეურაცხყოფების მიყენების ადგილი. სახელმწიფო დგას თავის დონეზე, პოლიცია დგას როგოც სახელმწიფოს, ასევე ხალხის სამსახურში", – აღნიშნა ჯაბა ჯიშკარიანმა.

თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა. სხომაზე პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1 946 კვ. მეტრი ფართისთვის ზონის შეცვლის საკითხს განიხილავდნენ, რასაც საკრებულოს წევრებსა და თბილისის მერობის კანდიდატებს შორის კამათი მოჰყვა.

საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს რამდენჯერმე მოუწოდა, რომ სხდომის ჩატარების საშუალება მიეცათ.

ელენე ხოშტარია სხდომის გადადებას მოითხოვდა და აცხადებდა: "ეს არის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს სხდომა, რომელსაც თბილისელების მიწის მიტაცება სურს".

თბილისის საკრებულოში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს სხდომა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. 

Comments
Loading...