- Advertisement -

ჯანდაცვის სამინისტრო: ყველა შესაძლო აქტიურ ღონისძიებას მივმართავთ, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი ვადებში გათავისუფლდეს

10

“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მის სისტემაში შემავალი თითოეული ექიმის უსაფრთხოება.
სამინისტრო ყველა შესაძლო აქტიურ ღონისძიებას მიმართავს, რათა უკანონო პატიმრობიდან უმოკლეს ვადებში გათავისუფლდეს რამდენიმე დღის წინ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გატაცებული ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი.
სამინისტრო ინტენსიურ კომუნიკაციას აწარმოებს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის წითელ ჯვართან.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს, მომხდარ უკანონობას მოყვება ადეკვატური რეაგირება და ვაჟა გაფრინდაშვილი უმოკლეს დროში გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან.”
The post ჯანდაცვის სამინისტრო: ყველა შესაძლო აქტიურ ღონისძიებას მივმართავთ, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი ვადებში გათავისუფლდეს appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...