- Advertisement -

ჯანელიძე: დემოკრატიული პროცესები ხელს გვიწყობს, რომ წარმატებული ვიყოთ საგარეო ასპარეზზე

490

„დემოკრატიული პროცესები, რომელიც ქვეყანაში ვითარდება, ხელს გვიწყობს, რომ წარმატებული ვიყოთ საგარეო ასპარეზზე“, – აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ამბასადორიალი 2017-ის ფარგლებში ჟურნალისტებთან განაცხადა. დღევანდელი დილის პანელის თემა – დემოკარტიული საქართველო იქნება.

„დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია იმით, რომ ჩვენ ყველა პრიორიტეტზე ვიმსჯელებთ სხვადასხვა მინისტრებთან და მთავრობის წევრებთან ერთად. ასევე პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წევრებთან ერთად.

ჩვენი დღევანდელი სესია იხსნება პანელით, რომელიც მიეძღვნება დემოკრატიულ პროცესებს ჩვენს ქვეყანაში და რომელშიც მონაწილეობას მიიღებს პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე იუსტიციის მინისტრი.

დემოკრატიული პროცესები, რომელიც ქვეყანაში ვითარდება, ხელს გვიწყობს, რომ წარმატებული ვიყოთ საგარეო ასპარეზზე და მივაღწიოთ ყველა იმ მნიშვნელოვან შედეგს საგარეო პოლიტიკური მიმართულებით, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ქვეყნის შიგნით განვითარებული პროცესები ამისთვის არის უმნიშვნელოვანესი.

ვიმსჯელებთ იმ შემდგომ რეფორმებზე, ნაბიჯებზე, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და გააძლიერებს ჩვენს ნაბიჯებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დღეს გაიმართება შეხვედრა არამხოლოდ სამთავრობო და პარლამენტის წევრებთან, არამედ სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან. საგარეო საქმეთა სამინისტრო ღიაა ამ კომუნიკაციისთვის. ჩვენ რეგულარული შეხვედრები დავიწყეთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან, სადაც შევაჯამეთ ჩვენი საქმიანობა. დღესაც მოგვეცემა შესაძლებლობა უკვე ელჩებთან და მისიების ხელმძღვანელებთან ერთად ვიმსჯელოთ, თუ რა გამოწვევებია, რა შესაძლებლობებია და როგორ შეიძლება იყოს უფრო მეტი ერთობა საერთო პრიორიტეტების მიღწევის კუთხით“, – აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.

Comments
Loading...