- Advertisement -

ჯანელიძე: ევროსაბჭოში ვისაც შევხვდი, არ არიან უფლებამოსილნი კონკრეტული საქმე განიხილონ

658

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სტრასბურგში მისი ვიზიტის შესახე გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ პირები რომლებსაც შეხვდა არ არიან უფლებამოსილნი კონკრეტული საქმე განიხილონ. 

"მე ვნახე რომ გარკვეული სპეკულაციები მოყვა ჩემს ვიზიტს, მაგრამ ის პირები, რომლებიც საუბრობდნენ ამ ვიზიტთან დაკავშირებით, თითქოს ეს ემსახურებოდა კონკრეტულად რუთავი 2-ის საქმის განხილვას, მათ კარგად მოეხსენებათ, რომ ყველა ის პირი, რომელსაც მე შეხვდი ევროპის საბჭოში არ არის უფლებამოსილი განიხილოს კონკრეტული საქმე კონკრეტულ საქმეს განიხილავს სასამართლო, ხოლო ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის უფლებამოსილი პირი ისაუბროს კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში",-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 

Comments
Loading...