- Advertisement -

ჯანელიძე: ვერცერთი ნაბიჯი გადაიდგმება, რომელიც საქართველო-იტალიის ურთიერთობას ხელს შეუშლის

548

"ნებისმიერი შეთანხმება, მემორანდუმი იტალიის კანონმდებლობის შესაბამისად არის ბათილი, თუ ის არ არის შესაბამისი ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკასთან",- ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სოხუმმა იტალიის ერთ-ერთ ქალაქთან ხელი მოაწერა ე.წ. პროტოკლს სამომავლო გეგმების შესახებ.

მისი განმარტებით, ვერც ერთი ნაბიჯი ვერ გადაიდგმება იმისკენ, რომ საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობას ხელი შეეშალოს.

"იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გვაქვს კომუნიკაცია. იტალიის ოფიციალური პოზიცია ჩვენთვის კარგად ცნობილია. შესაბამისად, ეს პოზიცია ურყევია. ნებისმიერი აქტივობა, რომელიც შესაძლოა გარკვეული არაფორმალური არხებით განხორციელდეს ბათილია და არალეგიტიმური.

ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ვართ აქტიურ კონტაქტზე აქ იტალიის საელჩოსთან და ასევე ჩვენი საელჩო იტალიაში. ვერც ერთი ნაბიჯი ვერ იქნება გადადგმული, რომელიც საქართველოსა იტალიის ურთიერთობებს ხელს შეუშლის",- განაცხადა ჯანელიძემ.

Comments
Loading...