- Advertisement -

ჯანელიძე: ოკუპირებული ცხინვალი ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებით საერთაშორისო პრინციპებს არღვევს

541

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის არალეგიტიმური რეფერენდუმი. შესაბამისად, არანაირი სამართლებრივი გავლენა არ შეიძლება ჰქონდეს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განუცხადა.

„ის არ შეესაბამება არანაირ სამართლებრივ ნორმებს და არღვევს ყველა საერთაშორისო პრინციპს. აქედან გამომდინარე ის არ იქნება მისაღები საერთაშორისო საზოგადოებისთვის. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ამაზე საერთაშორისო რეაგირება იყოს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან“, – აღნიშნა მინისტრმა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე. წ. პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა რესპუბლიკისთვის სახელის გადარქმევაზე რეფერენდუმის ჩატარება 2017 წლის 9 აპრილს დანიშნა, რომლის პარალელურად ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.

Comments
Loading...