- Advertisement -

ჯანელიძე: სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის პოლიტიკურად განხილვა შეხვედრებზე არ მომხდარა

467

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხელ ჯანელიძე, „რუსთავი 2“-ის შეკითხვაზე, მოითხოვს თუ არა ქართული მხარე უკრაინისგან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას, აღნიშნავს, რომ შეხვედრებზე ამ საკითხის პოლიტიკურად განხილვა არ მომხდარა.

“ჩემთვის, როგორც ცნობილია, დაზუსტდა ამ შეკითხვაზე პასუხი უკრაინის პრეზიდენტის მიერ და გაირკვა, რომ საქართველოს მხრიდან მიმდინარეობს და უკრაინასა და საქართველოს შორის არსებობს სამართლებრივი პროცესი ამასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება პოლიტიკურ განხილვებს, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არცერთ შეხვედრაზე ამ საკითხის პოლიტიკურად განხილვა არ მომხდარა. ამ საკითხს აქვს სამართლებრივი განზომილება და შესაბამისად მიმდინარეობს პროცესები”, – აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.

Comments
Loading...