- Advertisement -

ჯანელიძე: საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის ინიცირება სენატში, ჩვენი აქტიური მუშაობს შედეგია

543

"ეს არის ჩვენი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ძალიან აქტიური მუშაობის შედეგი", – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით საქართველო და ამერიკა აგრძელებენ თანამშრომლობას და ეს არის კიდევ ერთი გზავნილი, რომ აშშ საქართველოს მხარდამჭერია.

"ძალიან სიმბლურია, რომ დღეს როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, მოხდა რეზოლუციის ინიცირება სენატში.

სენატმა, წარმომადგენლობითმა პალატამ, ასევე სექტემბერში მიიღო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელიც ასევე ორპარტიული იყო“ -განაცხადა მიხეილ ჯანელიძე.

მინისტრი დარწმუნებულია, რომ ორპარტიული რეზოლუციაც მოიპოვებს სენატის მხარდაჭერას.
შეგახსენებთ, რომ სენატორმა როჯერ უიკერმა (რესპუბლიკური პარტია) და სენატორმა ბენ კარდინმა (დემოკრატიული პარტია) აშშ-ის სენატში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია (S. Res. 106) წარადგინეს.
რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ საქართველოში სამხედრო შეჭრას და მისი ტერიტორიების ოკუპაციას, ასევე რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთი ოსეთი) საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე არალეგალურ ქმედებებს.

Comments
Loading...