- Advertisement -

ჯანელიძე: საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებლის როლი, ყოველწლიურად იზრდება

306

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი არის მნიშვნელოვანი, რადგან აქ იკრიბებიან, როგორც პოლიტიკური ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით, ასევე ბიზნესის, მსხვილი საერთაშორისო კორპორაციების წარმომადგენლები",- ასე აფასებს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დავოსში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ ფორუმზე მაღალ დონეზეა წარმოდგენილი. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ვესაუბროთ, როგორც კომპანიებს, ასევე გავმართოთ პოლიტიკური შეხვედრები. პრემიერ-მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომელიც შეეხება ჩვენს რეგიონს და მისი განვითარების პერსპექტივებს. საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებლის როლი, ყოველწლიურად კიდევ უფრო იზრდება. წელს ჩვენ ფორუმს კიდევ უფრო მეტი წარმატებით ვხვდებით. ეს გამოიხატება, როგორც ახალი ბიზნესშესაძლებლობებით, ასევე – გაუმჯობესებული ბიზესგარემოთი. შესაბამისად, ამ ყველაფერს საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრი წარუდგენს კომპანიებს, როგორც ფორუმის ფარგლებში, ისე – ორმხრივი შეხვედრებისას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ფორუმი საქართველოსთვის წარმატებული იქნება",- განაცხადა ჯანელიძემ.

Comments
Loading...