- Advertisement -

ჯანელიძე: ცინიკურია, როდესაც დღეს, 9 აპრილს ე.წ. არჩევნები და ე.წ. რეფერენდუმი იმართება

572

"ცინიკურია, როდესაც დღეს, 9 აპრილს, ასევე იმართება ე.წ. არჩევნები და ე.წ. რეფერენდუმი, რომელსაც ატარებს რამდენიმე ათასი ადამიანი, მაშინ, როდესაც გამოდევნილია ეთნიკური ქართველები საკუთარი ტერიტორიიდან, საკუთარი სახლებიდან",-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა. 

"ეს არის ყველა საერთაშორისო ნორმის და პრინციპის დარღვევა. მას არ აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება. რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიგოს, რომ არასდროს, საერთაშორისო საზოგადოება არ შეეგუება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის დარღვევას, სუვერენიტეტის შელახვას და ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, მივაღწევთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას,“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

Comments
Loading...