- Advertisement -

ჯანი ბუკიკიო: ამ დრომდე რაც გაკეთდა არის კარგი, რამდენიმე დეტალის გამოკლებით

407

"მე ვფიქრობ, რაც გაკეთდა ამ დრომდე არის კარგი, რამდენიმე დეტალის გამოკლებით, რომელიც შეიძლება გამოსწორდეს, მაგრამ ბოლო გადაწყვეტილებების შემდეგ ყველაფერი ისევ ჰაერშია და ეს გულდასაწყვეტია", – ამის შესახებ ვენეციის კომისიის ხელმძღვანელმა, ჯანი ბუკიკიომ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს უნდა ჰქონდეს ძალიან კარგი კონსტიტუცია, რომელიც ევროპის სტანდარტებს შეესაბამება.

"ყველა კონსტიტუციური რეფომა საჭიროებს ფართო კონსესუსს, არა მხოლოდ პარტიებს შორის არამედ საზოგადოებაში. მე ვფიქრობ, რაც გაკეთდა ამ დრომდე არის კარგი, რამდენიმე დეტალის გამოკლებით, რომელიც შეიძლება გამოსწორდეს, მაგრამ ბოლო გადაწყვეტილებების შემდეგ ყველაფერი ისევ ჰაერშია და ეს გულდასაწყვეტია. მე შევხვდები ყველა პოლიტიკურ პარტიას და გავიმეორებ იგივე მესიჯს ყველასთან. იყავით კონსტრუქციულები და არა დესტრუქციულები", – განაცხადა ჯანი ბუკიკიომ. 

Comments
Loading...