- Advertisement -

ჯეჯელავა:მოსწავლეს უნდა სწავლა თუ არა,უმაღლესში ჩაბარება საქართველოში ოჯახის პრესტიჟის ამბავია

568

განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, საქართველოში უმაღლესში სწავლა ოჯახის პრესტიჟის ამბავია და ოჯახი არ ინტერესდება მოსავლეს აქვს თუ არა სწავლის ინტერესი. ამის შესახებ მინისტრმა გადაცემა "რეალურ სივრცეში" ისაუბრა. 

"რამდენი გადის გერმანიაში მე-12 კლასის გამოცდებზე და რამდენი გადის საქართველოში? საქართველოში გადის პროცენტურლად 2-ჯერ მეტი, იქ გადის 40%, ჩვენთან 80%, ანუ ორჯერ მეტ ადამიანს აქვს განზრახული რაღაც მიზეზით, რომ 12 კლასის ატესტატი უნდა მიიღოს აუცილებლად და ეს მიზეზი არის უმაღლესი განათლების პოპულარობა, უნდა სწავლა თუ არ უნდა, გამოსდის, არ გამოსდის, ავლენს ინტერესს, არ ავლენს, ოჯახის პრესტიჟის ამბავია, რომ ბავშვმა სკოლა უნდა დაამთავროს და ჩააბაროს უმაღლესში. გერმანიაში ასეთი პრესტიჟის ამბავი არ არსებობს,-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 

Comments
Loading...