- Advertisement -

ჯეჯელავა:პრემიერს უნდა მეტი საზოგადოებრივი ჯგუფი იყოს ჩართული საზოგადოებრივ პროცესში

617

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ პრემეირის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით უნდა შეიქმნას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი, ჟურნალისტებთან განმარტებები გააკეთა.

მინისტრი მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოში მედიატავისუფლების თვალსაზრისით პრობლემა არ არის, თუმცა აქვე ამატებს, რომ მედიაომბუდსმენის მოვალეობა იქნება მან დაიცვას მედია შესაძლო საფრთხეებისგან.

"დღეს შედგა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინც აქტუიურად არიან ჩართული მედიის თავისუფლების საკითხებში.

პრემიერის ეს ინიციატივა გამიზნული იყო იმისკენ, რომ შეიქმნას პლატფორმა. მოგეხსენებათ, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი კომპონენტი არის გამჭვირვალობა და მის ფარგლებში პრემიერს უნდა მეტი საზოგადოებრივი ჯგუფი იყოს ჩართული საზოგადოებრივ პროცესში.

ინიციატივა შეეხება შემდეგს, დღეს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში მედიათავისუფლებას რაიმე საფრთხე ემუქრება, ჩვენი აზრით არ შეესაბამება სიმართლეს და არის დაფუძნებული არასრულ ანალიზზე. თუ საერთაშორისო საზოგადოება, ევროპელი ექსპერტები ჩაერთვებიან და ადგილზე გააანალიზებენ მედიაში არსებულ მდგომარეობას ყველა წუხილი, მათ შორის ის წუხილი, რომელზე დაფუძნებითაც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო შემაჩერებელი გადაწყვეტილება, ყველა საკითხს პასუხი გაეცემა.

ჩვენს ევროპელ მეგობრებს აღარ ექნებათ ასეთი წუხილი. სახალხო დამცველი კი ქვია, მაგრამ კი არ უნდა დაიცვას, არამედ პლატფორმა უნდა იყოს იმისთვის, რომ ალტერნატიული აზრი იქნას გაგონილი საზოგადოების მიერ. შესაბამისად, უნდა დაიცვას შესაძლო საფრთხეებისგან. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს საფრთხეები არ არსებობს, თუმცა უნდა დარწმუნდნენ ჩვენი ევროპელი ემგობრები",- აღნიშნა ჯეჯელავამ.

Comments
Loading...