- Advertisement -

ჯეჯელავა აუდიტორია # 115-ზე: ხელს უშლიაან თანატოლებს სწავლაში, მათ არავინ უტევს

520

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდერ ჯეჯელავას განმარტებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორია #115-ის წევრები უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში ყოფნით თვითნებურად იქცევიან.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა სტუდენტებს, რომ არ შეუშალონ ხელი სასწავლო პროცესებს.

"გამაგრებულები არასწორია იმიტომ, რომ მათ არავინ უტევს. უბრალოდ იქ არიან და ხელს უშლიან თავიანთ თანატოლებს სწავლაში. ჩემი შეფასება უარყოფითია.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ აუდიტორია #115-ში შემავალ სტუდენტებს, რომ გამონახონ პროტესტის ისეთი ფორმა, რომელიც ხელს არ შეუშლის მათ თანატოლებს. უნივერსიტეტი ყველაფერს აკეთებს, რომ სასწავლო პროცესი არ შეიზღუდოს, თუმცა ასეთი თვითნებობა, რა თქმა უნდა, მიუღებელია",- განაცხადა ჯეჯელავამ.

Comments
Loading...