- Advertisement -

ჯეჯელავა: დარწმუნებული ვარ, ახალი სახელმძღვანელოები გამომცემელთა მიერ იქნება მომზადებული

502

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, აქტიურად თანამშრომლობენ გამომცემლებთან და სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში ისინი ჩართულები არიან.

ჯეჯელავა დარწმუნებულია, რომ ახალი სახელმძღვანელოები სწორედ მათ მიერ იქნება მომზადებული.

"საინტერესოა, რომ ტრადიციულად, ის ოპოზიცია მოგვიწოდებს, რომელმაც ჩამოართვა გამომცემლებს ბიზნესი. ახლა დაინტერესდნენ მათი ბედით.

ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ გამომცემლებთან და 100%-ით ვართ დარწმუნებული, რომ ახალი სახელმძღვანელოები, რომელთა გრიფირებაც გამოცხადდა, სწორედ გამომცემლების მიერ იქნება მომზადებული.

თუ რომელიმე გამომცემელს არ მოსწონს ჩვენი პირობები, რა თქმა უნდა, მათი ნებაა, რომ არ ჩაერთონ. დარწმუნებული ვართ, რომ ბევრი ჩაერთვება. ყველას მოვუწოდებთ ამისკენ. ასევე გარანტიები მათი საავტორო უფლებების დაცვისთვის, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით 100%-ით არის დაცული",- აღნიშბნა ჯეჯელავამ.

Comments
Loading...