- Advertisement -

ჯეჯელავა: ვაპირებ, სასწავლო საქმიანობა გავაგრძელო კერძო სექტორში

338

საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სასწავლო საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს. ამის შესახებ განცხადება ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან მას შემდეგ გააკეთა, რაც განათლების ახალ მინისტრს უწყება გადააბარა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლის გაგრძელებას აპირებს.

"ჩემი საქმიანობა იქნება იგივე, რაც იყო მინისტრობამდე. ვაპირებ, რომ სასწავლო საქმიანობა გავაგრძელო კერძო სექტორში, როგორც მოგეხსენებათ, ვასწავლიდი რამდენიმე უნივერსიტეტში, ვატარებდი ტრენინგებს. არასამთავრობო და კერძო სექტორში ვმუშაობდი და, შესაბამისად, ამის გაგრძელებას ვაპირებ და ასევე ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. ვაპირებ ისევ, რომ ჩავაბარო და ამერიკაში წავიდე სადოქტოროსთვის”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

Comments
Loading...