- Advertisement -

ჯეჯელავა: ვფიქრობ, ყველა ისეთი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რომელსაც საპარლამენტო რესპუბლიკა მოითხოვს

518

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, როდესაც საუბარია საპარლამენტო რესპუბლიკის მშენებლობაზე, ყველა ისეთი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რომელსაც საპარლამენტო რესპუბლიკა მოითხოვს.

მისი მტკიცებით, როდესაც საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ის კონკრეტული პიროვნების და ინსტიტუტის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

„ბევრი ცვლილება შედის კანონმდებლობაში, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლას მიესადაგება. ის, რომ ეს რომელიმე კონკრეტული პიროვნების ან ინსტიტუტის წინააღმდეგ არის მიმართული, რა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამება“, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ამასთან, მინისტრის თქმით, პრეზიდენტს აქვს ყველანაირი საშუალება, პარლამენტში მივიდეს და საკონსტიტუციო კომისიის, საპარლამენტო კომიტეტებთან იმუშაოს.

„საპარლამენტო რესპუბლიკაში ყველა პატივს უნდა სცემდეს პარლამენტს“, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

Comments
Loading...