- Advertisement -

ჯეჯელავა: მედიაომბუდსმენი უნდა იყოს ევროპელი და უდაო ავტორიტეტი მედიის საკითხებში

442

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განმარტებით, პრემიერის ინიციატივის შესაბამისად, მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის გაჩენის შემხვევაში, ის უნდა იყოს ევროპელი და ავტორიტეტი მედიის დაცვის საკითხებში.

"ინიციატივა შეეხება შემდეგს, დღეს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში მედიათავისუფლებას რაიმე საფრთხე ემუქრება, ჩვენია ზრით არ შეესაბამება სიმართლეს და არის დაფუძნებული არასრულ ანალიზზე. თუ საერთაშორისო საზოგადოება, ევროპელი ექსპერტები ჩაერთვებიან და ადგილზე გააანალიზებენ მედიაში არსებულ მდგომარეობას ყველა წუხილი, მათ შორის ის წუხილი, რომელზე დაფუძნებითაც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო შემაჩერებელი გადაწყვეტილება, ყველა საკითხს პასუხი გაეცემა.

ჩვენს ევროპელ მეგობრებს აღარ ექნებათ ასეთი წუხილი. სახალხო დამცველი კი ქვია, მაგრამ კი არ უნდა დაიცვას, არამედ პლატფორმა უნდა იყოს იმისთვის, რმო ალტერნატიული აზრი იქნას გაგონილი საზოგადოების მიერ. შესაბამისად, უნდა დაიცვას შესაძლო საფრთხეებისგან. ჩვენ მივიჩნევთ, რმო ეს საფრთხეები არ არსებობს, თუმცა უნდა დარწმუნდნენ ჩვენი ევროპელი მეგობრები

დაახლოებით ვიცით კრიტერიუმები. ის უნდა იყოს ევროპელი და უნდა იყოს უდაო ავტორიტეტი მედიის უფლებების დაცვაში",- აღნიშნა ჯეჯელავამ.

Comments
Loading...