- Advertisement -

ჯეჯელავა: მესამე სექტორში მუშაობენ ადამიანები, ვისაც შეიძლება პოლიტიკური ინტერესები ქონდეთ

451

მესამე ვიცე-პრემიერის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას შეფასებით, ღია მმართველობის პრინციპია, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით სახალხო განხილვები ჩატარდეს.

რაც შეეხება ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის შენიშვნებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ მათ არა ქვეყნის, არამედ თავისი ვიწრო პარტიული ინტერესები აქვთ.

„სახალხო განხილვამ შეიძლება დაგვანახოს ხალხის მოსაზრება, ანუ მოგეხსენებათ, ყველა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა არა მარტო საკონსტიტუციო მასშტაბის, არამედ საკანონმდებლო მასშტაბისაც, გულისმხობს სახალხო განხილვებს, ეს არის ჩვენი ღია მმართველობის პრინციპის თანამდევი და განუყრელი ნაწილი. მთავარია, რაც ჩვენ უნდა დავინახოთ ამ პროცესიდან, ხალხი რას ფიქრობს. ხშირ შემთხვევაში მესამე სექტორიც და პოლიტიკური პარტიებიც როდესაც თავის შენიშვნებს, მოსაზრებებს გამოთქვამენ, ხელმძღვანელობენ არა ქვეყნის და ხალხის ინტერესებით, არამედ ხელმძღვანელობენ თავისი ვიწრო პარტიული ინტერესებით. მესამე სექტორში მუშაობენ ცოცხალი ადამიანები, ვისაც შეიძლება პირადი პოლიტიკური გეგმები ჰქონდეთ, მაგალითი არ შემიძლია მოგიყვანოთ“,-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

Comments
Loading...