- Advertisement -

ჯეჯელავა: მოსმენების გასაღები სუს-იდან გამოვიდა, დამოუკიდებელ ინსტიტუტს ჩაბარდა!

601

"მოსმენების გასაღები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოვიდა და დამოუკიდებელ ინსტიტუტს ჩაბარდა",- ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ე.წ მოსმენების კანონზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიღებული კანონის ფორმა უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვისთვის ოპტიმალური ვარიანტია.

"ფორმა, რომელიც იქნა მოფიქრებული არის ოპტიმალური. ამაში ვგულისხმობ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ამოცანებისთვის ოტპიმალური და ასევე უფლებების დაცვისთვის ოპტიმალური ვარიანტია შემუშავებული",- განაცხადა ჯეჯელავამ.

Comments
Loading...