განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ვარაუდობს, რომ დროთა განმავლობაში მე-12 კლასის გამოცდაზე გამსვლელების რაოდენობა შემცირდება,-ამის შესახებ მინისტრმა გადაცემა "რეალურ სივრცეში" ისაუბრა.
"ოჯახები არ დააძალებენ თავიანთ შვილებს რომ მაინცდამაინც ეს გზა აირჩიონ და შესაბამისად, ბავშვები რომლებიც ატყობენ თავის თავს რომ არ იხიბლებიან სწავლით … ამიტომ არის მსოფლიოში რომ 9 კლასია სავალდებულო და 12 არის არჩევითი, მე მგონია რომ აქეთკენ წავალთ ნელ-ნელა",-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მინისტრის თქმით, დღეს, მიუხედავად იმისა, დაინტერესებულია თუ არა მოსწავლე სწავლით, ოჯახი მიიჩნევს, რომ მან უმაღლეს სასწავლებელში უნდა ჩააბაროს, რადგან ეს ოჯახის პრესტიჟის ამბავია.