- Advertisement -

ჯეჯელავა: პროფესიული განათლება ჩამოწერეს და ჩარეცხეს, ახლა კი მასზე ძალიან სერიოზული აქცენტებია

610

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა "დღის შოუში" საუბრობს პროფესიულ სასწავლებლებზე, როგორც მინისტრი აცხადებს პროფესიულ სასწავლელებში გასულ წელს 10 ათასი სტდენტი იყო. მინისტრი იმედოვნებს რომ წელს ეს რიცხვი 15 ათასამდე ავა.

"შარშან 10-11 ათასი სტუდენტი გვყავდა პროფესიულ სასწავლებლებში. წელს იმედი გვაქვს რომ სადღაც 15 ათასზე ავა. შარშანდელი სტატისტიკა რომ ნახოთ 30 ათასი ადამიანი წავიდა უმაღლესში და 10 ათასი წავიდა პროფესიულში. სასწავლებლები თბილისშიც არის და რეგიონებშიც. ჩვენი პრიორიტეტი რა თქმა უნდა რეგიონებია. ძალიან პოპულარული სპეციალობებია. მკერავებზე წყვეტაა. ქუთაისსი აკეთებენ სერიოზულ საწარმოს სადაც ძალიან ბვერი მკერავს ასაქმებენ", – განაცხადა ჯეჯელავამ.

მინისტრი ასევე საუბრობს პროფესიული სასწავლებლის მასწავლებლებზე და აცხადებს, რომ მასწავლებლების მოძებნა ძალიან რთული პროცესი იყო, რადგან რაღაც პერიოდი ყურადღებას აღარ აქცევდნენ პედაგოგებს.

"მადლობა ღმერთს არ ამოწყდა ეს ხალხი, მასწვალებლებს ვგულისხმობ, იმიტომ რომ რაღაც პერიოდი ყურადღებას არ აქცევდნენ ამ ხალხს. პროფესიული განათლება ჩამოწერეს თუ ჩარეცხეს, თუ რაღაც უბედურება ქნეს. ახლა რამდენიმე წელია სერიოზული აქცენტია ამაზე, სანთლით ვეძებთ პროფესიული პედაგოგებსაც, აქ ლაპარაის თემა არ არის, ასეთი რამის გაკეთება ან იცი ან არ იცი", – განაცხადა ჯეჯელავამ.

Comments
Loading...