- Advertisement -

ჯეჯელავა პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს: მაგარი ხალხი ხართ! მთავარია მიაწვეთ სწავლას

575

პროფესიული განათლების ფორუმზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ სიტყვით გამოსვლისას პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს მიმართა და მოუწოდა, რომ თუ დასაქმება სურთ , პროფესიულ სკოლებში ისწავლონ . 

"ყველა სტუდენტს მოგიწოდებთ, რომ თქვენს მეგობრებს უთხრათ, ვისაც დასაქმება სურს, წამოვიდნენ თქვენთან ერთად პროფესიულ სასწავლებლებში. ჩემს უმცროს შვილს, რომელსაც ჯერ არ აქვს არჩეული პროფესია, ვესაუბრები ამ თემაზე და ვურჩევ, რომ ძალიან ყურადღებით განიხილოს პროფესიული განათლება. ყველას მადლობა მინდა ვუთხრა, ვინც ინვესტიცია ჩადო პროფესიულ სასწავლებლებში .

მინდა სტუდენტებს მივმართო, ძალიან მაგარი ხალხი ხართ! თითოეულ თქვენგანს ძალიან დიდი პერპექტივა გაქვთ. მთავარია, რომ მიაწვეთ სწავლას და იცოდეთ უცხო ენა, ამის გარეშე არაფერი გამოვა, არც საქართველოში და არც უცხოეთში. 

Comments
Loading...