- Advertisement -

ჯეჯელავა: საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლების შოვნა სოფლებში ძალიან სერიოზული პრობლემაა

516

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით კვლევების მიხედვით გამოიკვეთა ორი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. როგორც იგი გადაცემა "კონტაქტში" აცხადებს ეს ორი პრობლემა სოფლის სკოლებისა და ეთნიკური უმცირესობის სკოლებში ცოდნისა და მიღწევების დაბალი დონეა.

"ორი ძალიან მტკივნეული პრობლემა გამოიკვეთა. ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ცოდნის დონე სოფლის სკოლებში, მცირე სკოლებში არის გაცილებით უფრო დაბალი და მიღწევის დონე ვიდრე ქალაქის სკოლებში. და მეორე კიდევ უფრო სანერვიულო რაც გამოიკვეთა ეს არის რომ ეთნიკური უმცირესობების სკოლებში ცოდნის დონე და მიღწევის დონე კიდევ უფრო დაბალია ვიდრე სოფლის სკოლებში და მცირე სკოლებში.
 

ანუ სოფლის კოლებში გვაქვს ძალიან ფუნდამენტური პრობლემები და ეს პრობლემები არის მოსაგვარებელი. პირველ რიგში ეს არის მასწავლებლების ხელმისაწვდომობა. საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლების შოვნა საქართველოს სოფლებში არის ძალიან სერიოზული პრობლემა", – განაცხადა მინისტრმა. 

Comments
Loading...