- Advertisement -

ჯეჯელავა: სამთავრობო ქალაქს მხარს ვუჭერ, ჩვენს შენობაში კი შესაძლებელია მუზეუმის განთავსება

480

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განმარტებით, მისთვის სამთავრობო ქალაქის აშენება მისაღებია.

მინისტრმა აღნიშნა, რომ განათლების სამინისტროს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, რის გამოც ვერ ხდება გათბობისა და გაგრილების სისტემის დაყენება და ხარჯები იზრდება.

"გარდა იმისა, რომ ჩვენი შენობა ისტორიული ძეგლია, ჩვენი უწყების სსიპები გაფანტულია ქალაქის მასშტაბით, რაც პრობლემას გვიქმნის. ჯერჯერობით სამთავრობო ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებით კონსულტაცია არ შემდგარა, თუმცა თუ დადგა დღის წესრიგში, მე მხარს დავუჭერ. განათლების სამინისტროს ამჟამინდელ შენობაში კი შესაძლედბელია მუზეუმის ან ნებისმიერი სხვა რამის განთავსება. მომხრე ვარ სამინისტროებმა გადაინაცვლოს ფუნქციონალურად თანამედროვე და გამართულ შენობებში, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის",- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

Comments
Loading...