"არც ერთმა მასწავლებელმა, რომელიც ფიზიკური ძალადობის გზას აირჩევს არ უნდა შეინარჩუნოს თავისი სამსახური", – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ჩემ კითხვაში" განაცხადა. მისი თქმით, მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობა არის მახინჯი გადმონაშთი, რომელიც უნდა მოისპოს.
"ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. ყველაზე მეტად მე რაც მჭირდება ეს არის მშობლების დახმარება, პედაგოგიური კოლექტივების დახმარება. ყველა ასეთი შემთხვევა უნდა განვიხილოთ, როგორც ძალადობა. ჩვეულებრივი ძალადობა. ქუჩაში რომ მისულიყო და ეცემა ვიღაც დავსჯიდით აუცილებლად. მინიმუმ დავაჯარიმებდით. კიდე ურო მეტად როცა ამას მასწავლებელი აკეთებს. რომელიც უნდა იყოს მაგალითი და ნიშანსვეტი განათლებისა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი
სამწუხაროდ ვიღებთ შედეგს, მშობლებს, რომლებიც იცავენ ამ მასწავლებლებს. სააშაკარაოზე კი არ გამოქავთ. განცხადებები გვაქვს ძალიან სამწუხაროდ სამინისტროში, ძალიან სამწუხაროდ, როდესაც მშობელი წერს, რომ მე ვუთხარი მასწავლებელს რომ ჩემი შვილისთვის ყური აეწია ან კუთხეში დაეყნებინა. ეს არის სიმახინჯე, ეს არის გადმონაშთი. არავითარ შემთხვევაში ფიზიკური არანაირი კონტაქტი. აგდებული საუბარიც არ შეიძლება მოსწავლესთან", – განაცხადა მინისტრმა.