- Advertisement -

ჯეჯელავა: სკოლებში უნდა ვიქადაგოთ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს აზარტულმა თამაშებმა ბავშვის ფსიქიკას

678

არასრულწლოვნების ონლაინ კაზინოებზე დამოკიდებულებაზე და მათი აღმოფხვრის საკითხებზე ისაუბრა ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ თოქ-შოუში „360 გრადუსი“. მისი თქმით, სკოლა არის მთავარი ინსტრუმენტი იმისა, რომ მოზარდებმა გააცნობიერონ რამხელა ზიანი ადგებათ მათ ფსიქიკას.

„ახალგაზრდას შეიძლება არ ეჩვენებოდეს და ვერ ხვდებოდეს რამხელა საფრთხის მატარებელია ის უვნებელი დასაწყისი , 1 ლარით ნათამაშები და მთავარი ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ და ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ვიმუშავებთ აუცილებლად, არის რომ ყველა სკოლაში უნდა ვიქადაგოთ აღუდგენელი ზიანის შესახებ ,რომელიც აზარტულ თამაშებს შეუძლია მიაყენოს ბავშვის ჩამოუყალიბებელ ფსიქიკას.

სკოლა უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ ყოველდღიურად სრულიად ახალ გაჩენილ პრობლემებს და გამოწვევებს გაართვას თავი“, – განაცხადა ჯეჯელავამ.

შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის მონაცემებით, არასრულწლოვნების 14-16% ონლაინ კაზინოების მომხმარებელია.

მასალა მოამზადა გვანცა ვარდანიძემ

Comments
Loading...