- Advertisement -

ჯეჯელავა: სოფლის მცირე სკოლიდან ბაკურიანში მოსწავლეთა მეორე ნაკადი წავა

563

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელაავს განმარტებით, მთავრობის მხარდაჭერით, სოფელში არსებული მცირე სკოლიდან, სადაც 30-ზე ნაკლები მოსწავლეა, ახალგაზრდები ბაკურიანში ერთი კვირით წავლენ.

"დღეს მთავრობის სხდომაზე იყო საკითხი მცირე სკოლის მოსწავლეების მეორე ნაკადი ჩვენი მხარდაჭერითა და დაფინანსებით წავლენ ბაკურიანში. გაატარებენ ერთ კვირას.

შევეცადეთ, რომ არ დაგვეკარგა ეს დრო და ერთი ნაკადი იყო არდადეგების პერიოდში. ესენი არიან მცირე სკოლებიდან. 30-ზე ნაკლები მოსწავლე სადაც სწავლობს ისეთი სკოლებიდან. ეს ისეთი სოფლები და თემებია, რომელთაც ხშირად არ აქვთ საშუალება მოხვდნენ ბაკურიანში. ამ მხრივ ძალიან სასიხარულოა.

მომავალ წელს გვინდა ათასებზე ავიდეს ეს რაოდენობა, ვინც ამ პროცესში ჩაერთვება",- აღნიშნა ჯეჯელავამ.

Comments
Loading...