ბათუმში საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის 43-ე საერთაშორისო კონფერენციას მიმდინარეობს. როგორც განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ჟურნალისტებთან აცხადებს, ამ კომფერენციის მთავრი თემაა განათლება და შეფასება, როგორც სოციალური ბერკეტი.
"მთავრი თემა ამ კონფერენციის არის განათლება და შეფასება როგორც სოციალური ბერკეტი. ჩვენს ქვეყანაში ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სამწუხაროდ სოციალური სტატუსის მიხედვით, განათლების ხარისხი არაერთგვაროვანია და ეს არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც ჩვენ შემდეგ რამდენიმე წელიწადში უნდა მოვაგვაროთ,“ – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.