- Advertisement -

ჰანი: ვაღიარებთ ჩვენს ვალდებულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თვალსაზრისით

465

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანსმა პრემიერმინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვაღიარებთ ჩვენს ხანგრძლივ ვალდებულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და სეპარატისტული ტერიტორიების არაღიარების თვალსაზრისით.

ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მოღვაწება საქართველოში ჩვენს მაღალ ვალდებულებას კიდევ ერთხელ ამყარებს.
მოდით, შევუდგეთ ჩვენი ევროპული პროექტების რეალიზაციის საქართველოში, როგორც ჩვენი ხანგრძლივი ვალდებულებების გამოხატულებას საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი“,- აღნიშნა იოჰანეს ჰანმა.

Comments
Loading...