- Advertisement -

1-ოქტომბრამდე კერძო ბაღები სახელმწიფო რეგულაციებს დაექვემდებარებიან

639

1-ელ ოქტომბრამდე კერძო ბაღები სახელმწიფოს კონტროლს დაექვემდებარებიან. როგორც აიპრესს ბაგა-ბაღების საგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ განუცხადა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს რექნიკურ რეგლამენტებზე მუშაობა, რომელიც განსაზღვრავს, რომელს სტრუქტურულ ერთეულს დაექვემდებარებიან კერძო და საჯარო ბაღები. აღნიშნულს ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა 2016 წელს მიიღო. 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კერძო ბაღებში კვების კუთხით ვითარებას სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს, თუმცა ამას არ აქვს სისტემატიური ხასიათი. თორდინავა განმარტავს, რომ შესაბამისი რეგლამენტების მიღების შემდეგ არა მარტო კვების, არამედ უსაფრთხოების და სხვა საკითხებიც მოწესრიგდება. 

"ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონი, რომელიც მიღებულ იქნა გასულ წელს მოიცავს რიგი ტექნიკური რეგლამენტების შემუშავებას და ასევე თვითმმართველობების მიერ ნორმატიული აქტების შემუშავებას. აღნიშნული კანონი ერთი მხრივ დაარეგულირებს როგორც საჯარო ბაღებს, ასევე კერძო ბაღებსაც. ძირითად მიმართულებებში და ნორმებში კერძო და საჯარო ბაღების მიმართ იქნება ერთიანი მოთხოვნა, ერთიანი სტანდარტები, მათ შორის ავტორიზაციის საკითხიც.

ავტორიზაციას გაივლიან როგორც საჯარო, ასევე კერძო ბაღები. ეს კანონი არეგულირებს ტექნიკური რეგლამენტებით არეგულირებს რომელი თვითმმართველობის სტრუქტურა მოახდენს როგორც საჯარო ასევე კერძო ბაღების ავტორიზაციას. ეს არის კონკრეტული თვითმმართველობების გადასაწყვეტი, ეს უნდა იყოს მერიის ან გამგეობის სტრუქტურული ერთეული, შესაბამისად ბაგა-ბაღების სააგენტო ან გაერთიანებები ამ ფორმით რა ფორმითაც დღეს არსებობენ, სამართლებრივი კუთხით ვერ იქნებიან განმახორციელებლები, რადგან ბაგა-ბაღების სააგენტო არ არის სტრუქტურული ერთეული, ეს არის მერიის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი, რომელ სტრუქტურულ ერთეულს დაევალება ეს, ამას განსაზღვრავს ის ნორმატიული აქტები ავტორიზაციის წესის შესაბამისად, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კონკრეტული საკრებულოები.

მე პირადად ჩართული ვარ ამ პროცესში, ავტორიზაციის პრინციპების შესაბამისად ტექნიკური რეგლამენტების პროექტები შემუშავებულია, მიმდინარეობს ამ პროექტების, მათ შორის ავტორიზაციის წესის განხილვები, აღნიშნული დოკუმენტები ამოქმედდება 2017 წლის 1-ელი ოქტომბრიდან. ეს დოკუმენტები უნდა იყოს მიღებული 1-ელ ოქტომბრამდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად პირველ ოქტომბერს იქნება ეს ყველა მიღებული, შეიძლება მიმდინარე თვეში ერთი დოკუმენტი მივიღოთ, ან ივნისში, ივლისში, 1ელი ოქტომბერი არის ბოლო ვადა",-აცხადებს თემურ თორდინავა. 

Comments
Loading...