- Advertisement -

101 მომხრე, 2 წინააღმდეგი – პარლამენტმა შალვა თადუმაძე მთავარ პროკურორად აირჩია

154

101 მომხრე, 2 წინააღმდეგი – საქართველოს პარლამენტმა შალვა თადუმაძე მთავარ პროკურორად აირჩია.

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის 3 კანდიდატი წარუდგინა – შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი.

შალვა შავგულიძემ საპროკურორო საბჭოს სხდომის დღეს კანდიდატურა მოხსნა. საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის ორ კანდიდატს შალვა თადუმაძეს და ნინო გოგნიაშვილს მოუსმინა. შემდეგ კი საპროკურორო საბჭოს 12 წევრიდან 12-ივემ შალვა თადუმაძეს დაუჭირა მხარი.

Comments
Loading...