- Advertisement -

14 ივნისიდან ნოემბრამდე საქართველოს მოქალაქეებს მონტენეგროში უვიზოდ გამგზავრება შეუძლიათ

613

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უნგრეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ძალისხმევით, მონტენეგროსა და საქართველოს შორის კეთილმეგობრული ურთიერთობების დინამიკიდან გამომდინარე, მონტენეგროს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 14 ივნისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მონტენეგროს ტერიტორიაზე ვიზის გარეშე შესვლა და დარჩენა არაუმეტეს 30 დღისა.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა საქართველოს ელჩის ზაზა კანდელაკის შეხვედრა მონტენეგროს საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, მათ შორის საკონსულო დეპარტამენტის დირექტორთან სელიმ ლიკასთან.

Comments
Loading...