17 მაისს საქართველოში ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღეს აღნიშნავენ. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო ვიდეოგანცხადებას ავრცელებს:
17 მაისს, აწყურის და ივერის ღვთისმშობლის ხატები თბილისში შემობრძანდება. 13:00 საათზე ვარდების მოედნიდან მსვლელობა დაიწყება სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ოჯახებს, მრევლს და სრულიად საქართველოს", – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.