- Advertisement -

2 კგ-მდე ნარჩენით დანაგვიანება 80 ლარი,ცხოველის ფეკალიით 50 – ქუჩებში ინსპექტორები გამოჩდნენ

648

3 აპრილიდან დედაქალაქში "თბილსერვის ჯგუფის" ინსპექტორები გამოჩნდნენ.  „თბილსერვის ჯგუფიში“ განმარტავენ, რომ ინსპექტორი უფლებამოსილია ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად საჯარიმო ოქმი შეადინოს. 

• 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – 80 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 100 ლარით.

• 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – 150 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 500 ლარით.

• ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება- 50 ლარით. (პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ იგი დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას).

• ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) – 150 ლარით.

• ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) – 500 ლარით.

• სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ:
ფიზიკური პირი -400 ლარით.
იურიდიული პირი -1000 ლარით.

ინსპექტორების გამოჩენას პირველი ორი კვირის განმავლობაში მხოლოდ ინფორმაციული სახე ექნება, ისინი მოქალაქეებს გააფრთხილებენ, ინფორმაციას მიაწვდიან სანქციებთან დაკავშირებით და მათ მიერ დაყრილი ნარჩენის ურნაში ჩაყრაზე მიუთითებენ.

„თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები დედაქალაქში ხალხმრავალ ადგილებში წყვილში ივლიან – სპეციალური უნიფორმის გარდა, ისინი აღჭურვილი იქნებიან თანამედროვე ტიპის დამხმარე საშუალებებით – პლანშეტებით, სამხრე კამერებით, რათა თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტური სიტუაციები.

„თბილსერვის ჯგუფის“ ინსპექტორები მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის აპრილის ბოლოდან დააჯარიმებენ.

Comments
Loading...