- Advertisement -

2 მილიონამდე ლარი-დიდუბის გამგეობის თანამშრომლების ხელფასები, დანამატები და პრემიები 16 თვეში

562

დიდუბის რაიონის გამგეობის თანამშრომლებზე ხელფასების, დანამატებისა და პრემიების სახით 16 თვეში, 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის აპრილის ჩათვლით 1 904 422 ლარია გაცემული.

ამის შესახებ „აიპრესს“ თბილისის მერიიდან მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დიდუბის გამგეობაში ანაზღაურების სახით 2016 წელს 1 468 048 ლარია გაცემული, ხოლო 2017 წლის ოთხ თვეში 436 374 ლარი.

უფრო კონკრეტულად კი, 2016 წელს შტატიან თანამშრომლებზე ხელფასის სახით გაიცა 978 292 ლარი, მათი დანამატებისთვის 142 910 ლარი დაიხარჯა, ხოლო პრემიებისთვის 241 086 ლარი.

2017 წლის 1 იანვრიდან აპრილის ჩათვლით ხელფასებზე გაიცა 327 721 ლარი, დანამატებზე 48 880 ლარი, ხოლო პრემიებზე 26 647.5 ლარი.

რაც შეეხება უშტატო თანამშრომლებს მათ ხელფასებზე 2016 წელს 893 383.7 ლარი გაიცა, ხოლო პრემიებზე 16 375 ლარი, რაც შეეხება დანამატებს შტატგარეშე თანამშრომლებზე ის არ გაცემულა.

2017 წლის 4 თვეში უშტატო თანამშრომლების ხელფასებზე 33 125 ლარი გაიცა, პრემიები და დანამატები კი არ გაცემულა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

Comments
Loading...