დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო „თბილისის ზღვის ახალ ქალაქში“ 200 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ბინებს გადასცემს.
როგორც სამინისტროდან იუწყებიან, ახალაშენებულ კორპუსებში არსებული 200 ბინიდან, 100 – ერთოთახიანია, 52 – ოროთახიანი, 48 კი სამოთახიანი.
ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე, თბილისში საცხოვრებელი ფართით 1800-მდე დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა, მათ შორის 630 ოჯახს ბინები „თბილისის ზღვის ახალ ქალაქში“ ე. წ. „ოლიმპიურ სოფელში“ გადაეცა. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ჯამში თბილისში, უკვე 29 ნგრევადი ობიექტია დახურული.