- Advertisement -

2018 წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის გაზიფიცირება იგეგმება

476

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელების ხიზის, ხიზაბავრის, შეერთების, დავითიანის, ქვემო და ზემო გურგენიანის გაზიფიცირება იგეგმება,- ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

ამასთან დაკავშირებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ჯამბურია ადგილობრივ მოსახლებას შეხვდა და საქართველოს მთავრობის განკარგულება – მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებასთან დაკავშირებით გააცნო.

გამგებლის თქმით, მომავალ წელს გაზიფიცირების სამუშაოები დამატებით 6 სოფელში განხორციელდება.

2014 წლიდან დღემდე ლაგოდეხის 34 სოფლის გაზიფიცირება მოხდა.

Comments
Loading...