- Advertisement -

2018 წლის იანვარში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 14.8%-ით, ტურისტების კი 23%-ით გაიზარდა

326

2018 წლის იანვარში საქართველოს 444,241 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 57,171-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +14.8%)-ია.

იანვრის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 189,476 შეადგინა, რაც 35,393-ით მეტია 2017 წლის იანვრის მაჩვენებელზე (ზრდა +23%).

იანვარში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+0.8%), თურქეთი(+20.1%), სომხეთი (+20.9%),რუსეთი (+14.6%) და ირანიდან (+92.4%) განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვრის თვეში გამოირჩეოდნენ: ჩეხეთი +59%, ლატვია +46%, გაერთიანებული სამეფო +31%, ნიდერლანდები +28% ლიტვა +16%და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ქუვეითი + 131%, საუდის არაბეთი + 127%, ირანი +92%, ისრაელი +77%, ინდოეთი +48%, თურქეთი +20% და სხვა.

პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 2018 წელს 8 მილიონიან ნიშნულს გადააჭარბებს, ხოლო შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან – 3 მილიარდ აშშ დოლარს, აღნიშნულის თქმის საფუძველს 2018 წლის იანვრის მონაცემები იძლევა.

2017 წელი რეკორდული იყო ჩვენი ქვეყნისთვის, 7 მილიონ ნახევარი საერთაშორისო მოგზაური ეწვია საქართველოს და 2.7 მილიარდი აშშ დოლარი შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო ტურიზმიდან. ჩვენ გაგვიჩნდა პოზიტიური მოლოდინები, რომ 2018 წელი იქნება ახალი რეკორდების წელიწადი. იანვრის თვის მონაცემები ჩვენ საშუალებას გვაძლევს გამოვთქვათ ახალი პროგნოზები და უკვე დარწმუნებით ვთქვათ, რომ 2018 წელს საქართველო 2 ახალ ნიშნულს გადალახავს ტურისტების რაოდენობით – პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 2018 წელს გადააჭარბებს 8 მილიონიან ნიშნულს, ხოლო შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან – 3 მილიარდ აშშ დოლარს", – ამის შესახებ ინფორმავიას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

 

 

 

 

 

 


 

Comments
Loading...