- Advertisement -

2023 წელს მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირთა დახმარება 65 ლარით, ხოლო სხვა კატეგორიის შშმ პირთა დახმარება 35 ლარით იზრდება

15

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება 2021 წელთან შედარებით, გაზრდილია 640 მილიონი ლარით და 5 მილიარდ 340 მილიონ ლარს შეადგენს, მათ შორის:

• პენსიები და კომპენსაციები – 3 მილიარდ 150 მილიონ ლარზე მეტი;

• მიზნობრივი სოციალური ჯგუფების დახმარებები – 1 მილიარდ 150 მილიონ ლარზე მეტი;

• მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა დახმარებები – 85 მილიონი ლარი;

• ბავშვზე ზრუნვისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები – 70 მილიონ ლარამდე;

• დასაქმების ხელშეწყობა – 80 მილიონ ლარზე მეტი;

• საპენსიო სქემის თანადაფინანსება – 310 მილიონი ლარი;

• მუნიციპალიტეტების სოციალური პროგრამები – 290 მილიონი ლარი.

გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია:

70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსიის ზრდა 65 ლარით, რისი გათვალისწინებითაც:

მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა პენსია, კანონით განსაზღვრული საპენსიო დანამატის ჩათვლით იქნება 438 ლარი;

დანარჩენი პენსიონერებისთვის – 365 ლარი;

70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 35 ლარით, რისი გათვალისწინებითაც:

მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა პენსია, ზემოაღნიშნული დანამატის ჩათვლით იქნება 354 ლარი;

დანარჩენი პენსიონერებისთვის – 295 ლარი;

მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირთა დახმარება იზრდება 65 ლარით;

სხვა კატეგორიის შშმ პირთა დახმარების ზრდა 35 ლარით;

გარდა ზემოაღნიშნულისა, სოციალური კუთხით აღსანიშნავია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისთვის იწყება 7 ათას ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, რისთვისაც 2023 წელს გამოყოფილია 230,0 მლნ ლარი.

Comments
Loading...