- Advertisement -

2025 წლისათვის საქართველოს მშპ-ის 7-8% რეგიონულ და მუნიციპალურ ბიუჯეტებს გადაეცემა

390

დღეს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების თანდასწრებით, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვის წარდგენა გაიმართება.

ღონისძიების მონაწილეებს მიმართავენ ნილს სკოტმა – გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში, არად ბენკომ – ავსტრიის ელჩი საქართველოში, ლუკას ბეგლინგერმა – შვეიცარიის ელჩი საქართველოში და კახა კალაძ – თბილისის მერი და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი.

დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვის წარდგენას მოჰყვება სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელსაც საქართველოს პარლამენტი 2018 წელს დაამტკიცებს.

Comments
Loading...