- Advertisement -

24 ოჯახს, რომლებიც მეტრომშენის თანამშრომლები არიან, მერიამ მიწის ნაკვეთები საჩუქრად გადასცა

373

24 ოჯახს, რომლებიც მეტრომშენის თანამშრომლები არიან, თბილისის მერიამ მიწის ნაკვეთები საჩუქრად გადასცა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„დღეს განვიხლავთ თბილისიში ყვარლის ქუჩაზე მცხოვრები 24 ოჯახისთვის მიწის ნაკვეთების გადაცემას. ამ ქუჩაზე მიწის ნაკვეთებზე განლაგებულია კოტეჯები, რომლებშიც წლებია მეტრომშენის თანამშრომლები ცხოვრობენ, თუმცა მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა, ეს არსებული მიწის ნაკვეთები დაერეგისტრირებინათ. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, მოხდეს ამ მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება. მინდა მივულოცო ამ ადმიანებს", – აღნიშნა კახა კალაძემ. 

Comments
Loading...