28 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 30 ივლისის დილამდე ზღვაზე 3-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
"28 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 30 ივლისის დილამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში მოსალოდნელი დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარის გამო, ზღვაზე შესაძლებელია 3–5 ბალიანი შტორმი აღინიშნოს", – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.