- Advertisement -

28 ივნისს ქისტური ზეპირსიტყვიერებისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა გაიმართება

477

28 ივნისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიტროს ხელშეწყობით და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, გაიმართება ქისტური ზეპირსიტყვიერებისა და გამოყენიბითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა, ასევე ქისტური სიმღერისა და ცეკვის კონცერტი,- ამის შესახებ ინფორმაციას ფოლკცენტრი ავრცელებს.

გამოიფინება ქისტური ზეპირსიტყვიერებისა (ქისტურ და ქართულ ენებზე) და ხალხური რეწვის უნიკალური ნიმუშები (ძერწვა, ქარგვა, რეწვა, ხეზე კვეთა, თექის დამუშავება). ქისტები 200 წლის წინ ჩამოსახლდნენ პანკისის ხეობაში და ორ საუკუნეზე მეტია თანამოსახლეობენ და თანამეზობლობენ ქართველებთან.

ამ ხნის განმავლობაში მათ შეინარჩუნეს მშობლიური ენა, რელიგია, ყოფა, ცხოვრების წესი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ქართველებთან თანაცხოვრებამ და მჭიდრო ურთიერთობამ თავისებური გავლენა მოახდინა პანკისის ხეობის ფოლკლორზე.

გამოფენა-კონცერტის მიზანია: ქისტური უნიკალური ფოლკლორის შესახებ ქართული საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება; საქართველოში კავკასიური კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის ხელშეწყობა, ზოგადად, ვაინახური (ჩეჩნური, ინგიშური, ქისტური) ფოლკლორის პოპულარიზაცია. და ყველაზე მთავარი: ხეობაში ბოლო დროს გავრცელებული რადიკალური მიმდინარეობის – სალაფიზმის – დამღუპველი გავლენისაგან, რომელიც წალეკვით ემუქრება ყოველგვარ სულიერებასა და კულტურას, ახალგაზრდობის გადარჩენა. (კრძალავენ ცეკვას, სიმღერას, ხატვას, ძერწვას; აბუჩად იგდებენ წინაპართა ისტორიასა და ადათ-წესებს, წინაპართა რელიგიას) .

კონცერტში მონაწილეობენ პანკისის ხეობის ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები. დასაწყისი 14:00 საათზე

Comments
Loading...