მიხეილ ჯანელიძე, სამინისტროს საკონსული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდებიან.
ევროკავშირის/ შენგენის ქვეყნებში საქართველოს 26 დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება ემსახურება. საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას დაესწრებიან სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ბიზნესასოციაციების, გადამზიდავთა ასოციაციის, ტურიზმის, განათლების, კულტურის, მედიის და სხვა სფეროს წარმომადგენლები.
ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 539/2001 რეგულაციის ცვლილება 2016 წლის 8 მარტს გამოქვეყნდა, რითაც საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა. რეგულაცია ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 20 დღეში. შესაბამისად, 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უვიზოდ გაემგზავრონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით.